მოსკოვის ცენტრში მდებარე რესტორან „ბაკინსკი ბულვარში“ მომხდარი
ჩხუბის შედეგად, ქართველი კობა მანაშერაშვილი გარდაიცვალა.
რუსული მედიის ცნობით, ჩხუბი გუშინ, ღამით მოხდა. ერთმანეთს ორ
სხვადასხვა მაგიდასთან მჯდომი, ერთმანეთისათვის უცნობი ადამიანები
დაუპირისპირდნენ.
თავდაპირველად ყველაფერი შელაპარაკებით დაიწყო, თუმცა, ყოველივე ამას სროლა
მოჰყვა. გავრცელებული ინფოირმაციის თანახმად, ჩხუბის დროს დაიჭრა აზერბაიჯანის
მოქალაქე ალხაზ მაგომედოვიც. ამჟამად იგი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოში
იმყოფება, მისი მდგომარეობა უმძიმესია.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით რუს სამართალდამცავებს ოფიციალური
კომენტარი არ გაუკეთებიათ, თუმცა ცნობილი გახდა, რომ ისინი ორ დამნაშავეს ეძებენ.
Internet.ge