GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
წითელ მოედანზე ტერაქტის მცდელობისთვის დაღესტნელ ქალბატონს 10 წელი მიუსაჯეს
20:29 18.05.2012
დღის სიახლეები

სასამართლომ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა ზეინალ სუიუნოვას, რომელსაც ახალი წლის ღამით, გამოძიების ვერსიით, წითელ მოედანზე ტერაქტის მოწყობა ჰქონდა დაგეგმილი.

მას ორგანიზებულ ჯგუფთან ერთად ტერაქტის, იარაღისა და ასაფეთქებელი მოწყობილობების დამზადების ბრალდება წაუყენეს.

როგორც `ლაიფ-ნიუსი~ სამართალდამცავ ორგანოებზე დაყრდნობით იუწყება, სუიუნოვა წითელ მოედანზე ბომბის აფეთქებას 2011 წლის 1 იანვარს აპირებდა. ის ამისთვის მოამზადა და მოსკოვში გაგზავნა `გუბდენსკის~ ბანდის ლიდერმა იბრაგიმჰაილ დაუდოვმა, რომლის დაჯგუფებაც დაღესტნის ტერიტორიაზე მოქმედებს.

ბანდის დანარჩენმა წევრებმა სუიუნოვა მოსკოვში, სასტუმრო `სპორტივნი კომპლექსში~ მოათავსეს. უფრო ადრე კი, დედაქალაქში შეიტანეს ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომლის დამზადებაშიც სუიუნოვაც მონაწილეობდა.

ამის შემდეგ, სუიუნოვას და ბანდის კიდევ ერთ წევრ ქალბატონს ზავჟატ დაუდოვას ტელეფონით აცნობეს ოპერაციის შემდგომი გეგმის შესახებ. მათ ასაფეთქებელი მოწყობილობა ტანზე უნდა დაემაგრებინათ. თუმცა სწორედ ამ დროს აფეთქება მოხდა და დაუდოვა ადგილზე დაიღუპა. სუიუნოვა, კი რომელმაც არ იცოდა სად იყო წითელი მოედანი, გაიქცა.

ის მალევე დაღესტანში იპოვეს და მოსკოვში ჩაიყვანეს. ტერორისტი ქალი 10 წელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცნობილი მომღერალი და დიჯეი პედოფილიაში ამხილეს1
ფოტორეპორტაჟი: ლონდონის ოლიმპიადის დახურვის ცერემონიალი2
ფოტორეპორტაჟი „აკვა-ლაზიკადან“3
ფოტორეპორტაჟი: ლონდონი 2012 გახსნის ცერემონიალი4
ოტია იოსელიანს 82 წელი შეუსრულდებოდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X