სასტიკი მკვლელობა მოხდა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ ტყე-პარკში. რეინჯერი
მერაბ არევაძე, წინასწარი ინფორმაციით, ბრაკონიერებმა მოკლეს.
მერაბ არევაძე სახლიდან ოთხშაბათს გავიდა და შინ აღარ დაბრუნებულა,
რის გამოც მისი ძებნა მთელმა სოფელმა დაიწყო. დღეს კი მისი ცხედარი აღმოაჩინეს.
არევაძეს ცეცხლნასროლი ჭრილობების გარდა თავში ნაჯახით მიყენებული ჭრილობაც
აღენიშნება, ასევე მრავლობითი დაზიანებები აქვს ბლაგვი საგნის ზემოქმედებით.
სავარაუდოდ, უფროსი რეინჯერი მერაბ არევაძე ბრაკონიერების კვალს
დაადგა, რომლებიც მას სატიკად გაუსწორდნენ.
შსს-ს ინფორმაციით დამნაშავეები უკვე დაკავებულები არიან, თუმცა მათი
ვინაობა ჯერ-ჯერობით არ ხმაურდება.
internet.ge