დაღესტნის სოფელ კადირკენტში ძალოვანებმა 10
თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა აღმოაჩინეს. მათი სიმძლავრე 100 კილოგრამი
ტროტილის ექვივალენტი იყო.
დაღესტნის ოპერატიული შტაბის წარმომადგენლის განცხადებით, ბომბები სამალავში ინახებოდა. ისინი უკვე
განადგურებულია.
ბომბების გარდა სამალავში ინახებოდა ორი ხელის ტანკსაწინააღმდეგო „შმელი“, დიდი
რაოდენობით იარაღი და საბრძოლო მასალა.
ამ დროისთვის, სერგო-კალინსკის რაიონში, სადაც აღნიშნული შეიარაღება იპოვეს,
კონტრტერორისტული რეჟიმი მოქმედებს.
internet.ge