თბილისის საქალაქო სასამართლოს
გადაწყვეტილებით, ქურდობისათვის ბრალდებული ორი პიროვნება, რომელთაც სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა
ემუქრებოდათ, სრულად
გამართლდნენ.
საქმე
2001 წელს ჩადენილ დანაშაულს ეხებოდა. წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ბრალდებულებმა
ლოტკინის დასახლებაში,
ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოდან ტანსაცმელი მოიპარეს. იმდროინდელი
კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ქმედება მნიშნელოვანი ზიანის გამომწვევად მიიჩნიეს
და აღკვეთის ღონისძიების სახით, ორივე ბრალდებულს - პოლიციის ზედამხედველობა,
მოგვიანებით კი წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს. თუმცა, ბრალდებულები მიიმალნენ და მათზე ძებნა გამოცხადდა.
საქმეში
ჩართვის შემდეგ, ადვოკატებმა გვანცა გუგეშაშვილმა და ელდარ გვალიამ სწრაფად
დაამყარეს ურთიერთობა თავიანთ დაცვისქვეშ მყოფებთან, რომლებმაც თავი დამნაშავედ არ
სცნეს. საზოგადოებრივმა ადვოკატებმა აღკვეთის ღონისძიების სახით ბრალდებულთათვის
შეფარდებული პატიმრობის შეცვლა გირაოთი მოითხოვეს, რაც დაკმაყოფილდა. გარდა ამისა,
დაცვის მხარემ წარმოადგინა შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის ცნობა,
საიდანაც ირკვეოდა, რომ ძებნა არ გამოცხადებულა.
ამასთან,
დაიკითხნენ დაზარალებულებიც, რომლებმაც ბრალდებულების მიერ ქურდობის ჩადენის ფაქტი
არ დაადასტურეს.
ამ
გარემოებებზე დაყრდნობით, გვანცა გუგეშაშვილმა და ელდარ გვალიამ თავიანთი
დაცვისქვეშ მყოფების გამართლება მოითხოვეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ
გაიზიარა საზოგადოებრივი ადვოკატების პოზიცია და ბრალდებულების
მიმართ გამამართლებელი
განაჩენი დაადგინა.
internet.ge