ხელჩართული ბრძოლა უზბეკ და ყირგიზ მიგრანტებს შორის
მოსკოვის ცენტრში, პროსპექტ ოლიმპისკიზე გაიმართა. ინცინდენტის გამო 79 ადამიანი
დააკავეს.
პოლიციას ჩხუბის შესახებ ტელეფონით უცნობმა პირმა აცნობა.
ადგილზე მისვლისას გაირკვა, რომ შეკრებილები იყვნენ საკმაოდ აგრესიულად განწყობილი
ადამიანები. სამართალდამცველებმა მათი გაშველება შეძლეს, თუმცა ორი პირი მაინც
დაზიანდა. ერთ-ერთ მათგანს თავის ტრავმა აქვს მიღებული, მეორე კი დაჭრილია.
შედეგად, ჩხუბის ყველა მონაწილე, სულ 79 ადამიანი, პოლიციის განყოფილებაში მოხვდა. ისინი
გვიან ღამით გაათავისუფლეს, სისხლის სამართლის საქმის აღძვრის საკითხი კი დღეს
უნდა გადაწყდეს.
შემთხვევის ადგილზე, სადაც ჩხუბი მოხდა, მეჩეთია
განთავსებული, სადაც უზბეკები და ყირგიზები ხშირად იყრიან თავს.
internet.ge