GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ესპერტიზამ დაადასტურა რომ მამუკა კახიშვილი პოლიციელებმა მოკლეს
17:34 22.05.2012
დღის სიახლეები

ცნობილი გახდა რუსეთში, კერძოდ, სამარაში მოკლული ქართველის მამუკა კახიშვილის ცხედრის ექსპერტიზის შედეგები.

როგორც სარატოვის სასამართლო-სამედიცინო საოლქო ბიუროს სპეციალისტებმა განაცხადეს, 19 წლის კახიშვილის სიკვდილის მიზეზი „მექანიკური ასფიქსიაა, რომელიც ყელზე ბლაგვი საგნის ზემოქმედებით არის გამოწვეული“.

ექსპერტებმა კახიშვილის ორგანიზმში ვერც ტროპიკამკიდი აღმოაჩინეს და ვერც  და ინექციის კვალი სხეულზე - იუწყებიან სამარის ადგილობრივი გამოცემები.
სარატოვში ჩატარებული ექსპერტიზის შედეგებით ბათილდება სამარელი ექსპერტების დასკვნა, რომელშიც სპეციალისტები ამტკიცებდნენ, რომ მამუკა კახიშვილი ნარკოტიკის სახით, თვალის წვეთების - „ტროპიკამიდის“ მოხმარების შემდეგ, სუნთქვის შეჩერების შედეგად გარდაიცვალა.

ოჯახის ადვოკატს მაია საკსონოვას უკვე ხელთ აქვს სარატოველი ქსპერტების დასკვნა. ის ამბობს, რომ აღნიშნული დასკვნა სისხლის სამართლის საქმის მიმართულებას შეცვლის, რადგანაც ის აღძრულია კახიშვილის არა მკვლელობის, არამედ დაღუპვის ფაქტის გამო. თუმცა კვალიფიკაციის შეცვლისთვის მესამე ექსპერტიზაა საჭირო, რომელიც მიმდინარე კვირაში დაიწყება კიდეც. მისი პასუხი კი 3 თვეში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, 19 წლის მამუკა კახიშვილი სამარაში, 2011 წლის 10 ნოემბერს, ოფიციალური ვერსიის თანახმად, იმ დროს დაიღუპა, როცა პოლიცია შეიარაღებულ ჩხუბში მოანწილეობის გამო აკავებდა. ამ ვერსიის თანახმად, მან გონება დაკარგა, წაიქცა და გარდაიცვალა. დაღუპულის ოჯახი კი ამტკიცებს, რომ ის სასიკვდილოდ პოლიციამ სცემა.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, პარლამენტმა 31მარტამდე უნდა შეიმუშაოს ფარული მიყურადების მოსმენები1
ივანიშვილს ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის საქმე პირად კონტროლზე აჰყავს2
დავით კირვალიძეს ოთხი მოადგილე ეყოლება3
ჰარისონ ფორდს, შესაძლოა, კიბო აღმოაჩნდეს4
დევნილებმა ზუგდიდში პოლიტექნიკური სასწავლებლის მიტოვებული შენობა თვითნებრად დაიკავეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X