GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასამართლომ განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის საქმის განხილვა დაასრულა
18:05 22.05.2012
დღის სიახლეები
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტზე. ბრალდებულ თეიმურაზ ტოტოშვილს ბრალად ედებოდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და საქართველოში უკანონო შემოტანა. 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ‘’თეიმურაზ ტოტოშვილმა,  2012 წლის იანვრის თვეში გერმანიაში შეიძინა, ხოლო ამავე წლის 28 იანვარს  საქართველოში, სარფის სახელმწიფო საზღვრის გადმოკვეთისას უკანონოდ შემოიტანა ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინის” შემცველი 46 აბი, რასაც უკანონოდ ინახავდა.

2012 წლის 29 იანვარს,  ქ. თბილისში დაკავებული იქნა თეიმურაზ ტოტოშვილი, რომელსაც  ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც მისი ქურთუკის ჯიბიდან  ამოღებული იქნა 46 აბი, რაც ქიმიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, წარმოადგენს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება ”ბუპრენორფინის” შემცველ აბებს.

სასამართლოში საქმის განხილვისას ბრალდებულმა სრულად აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული. გარდა აღიარებითი ჩვენებისა, მის მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა მოწმეთა ჩვენებებით, პირადი ჩხრეკის ოქმით, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებით, ნარკოლოგიური გამოკვლევისა და ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით.  

სასამართლომ ბრალის აღიარების საფუძველზე, დაამტკიცა მხარეებს შორის დადებული საპროცესო შეთანხმება, რომლის თანახმად, თეიმურაზ ტოტოშვილი ცნობილი იქნა დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და მას დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.

"ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის” საფუძველზე, თეიმურაზ ტოტოშვილს, როგორც ნარკოტიკული საქმიანობის ხელშემწყობ პირს, 5 წლის ვადით ჩამოერთვა აღნიშნული კანონით გათვალისწინებული უფლებები, მათ შორის სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება."

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თეა წულუკიანი: თქვენი მზე ჩასვენებულია1
თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა2
გაბაშვილი: NDI –ს კვლევა კვალიფიციური და კომპეტენტურია3
პატრულის თანამშრომელმა პრეზიდენტი დაჭრა4
ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობიდან 6 წელი გავიდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X