თბილისში, 37 წლის დავით ჩინჩილაძემ სიდედრი, მაყვალა ბორტიშვილი,
თვითნაკეთი იარაღით მოკლა.
ოჯახის ახლობლების განცხადებით, ქალბატონს ჭრილობა მუცლის არეში
აღენიშნებოდა. დაჭრილი ადგილზე გარდაიცვალა.
მკვლელობას გარდაცვლილის ქალიშვილი, ნათია ბორტიშვილი შეესწრო.
ეჭვმიტანილი მის მოკვლასაც გეგმავდა, თუმცა იარაღმა არ გაისროლა.
როგორც მეზობლები ყვებიან, ჩინჩალაძე მეუღლეს 2 წლის წინ დაშორდა. მას
შემდეგ ეჭვმიტანილი ფიზიკურად ხშირად უსწორდებოდა
გარდაცვლილის ქალიშვილს.
დავით ჩინჩალაძე სამართალდამცავებმა უკვე დააკავეს. გარდაცვლილის
ახლობლები დაკავებულისთვის სამუდამო პატიმრობას ითხოვენ.
internet.ge