საერთაშორისო
უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც
მსოფლიოში ადამიანის უფლებების დაცვას ეხება.
როგორც The
Daili Telegraph წერს, უფლებადამცველები აღნიშნავენ, რომ 2011 წელს ოსამა ბენ
ლადენის ლივიდაცია სხვა არაფერი იყო, თუ არა სასამართლოს გარეშე დასჯა, ყოველგვარი
საერთაშორისო ნორმების დარღვევით, რადგან ბენ ლადენი, რომელსაც 11 სექტემბრის
ტერაქტების ორგანიზატორად ასახლებენ, ფორმალურად არასოდეს ყოფილა ბრალდებული ამ
დაშაულის ჩადენაში, საჯაროდ არ წარმოუდგენიათ მისი ამ ტერაქტებში თანამონაწილეობის
მტკიცებულებები, მის მიმართ არ ჩატარებულა არანაირი სასამართლო პროცესი.
Amnesty
International-ის ანგარიშში აშშ-ის ხელისუფლება გაკრიტიკებულია კუბაში,
გუანტანამოს ბაზაზე ციხის დახურვის სურვილის არქონის გამოც, ასევე დამნაშავეთა
წინააღმდეგ სიკვდილის დასჯის სასჯელის გამოყენების გამო.
Internet.ge