რუსეთის „ფსბ“-მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომლის
თანახმადაც, ბოლო ზარის დღეს, ტერაქტების მოსაწყობად, ჩრდილოეთ
კავკასიიდან მოსკოვის მიმართულებით,
სპეციალურად გავიდა ავტობუსი, რომელშიც ტერორისტები სხედან და დედაქალაქში
აფეთქებების მოწყობას გეგმავენ.
ამის გამო მოსკოვში პოლიცია მუშაობის გაძლიერებულ რეჟიმზეა გადასული.
„ერთ-ერთ ავტობუსში, რომელიც მაგისტრალ М-4,
М-5 ან М-6-ზე გაივლის,
ტერორისტები ისხდებიან, რომლებიც დივერსიულ-ტერორისტულ აქტებს გეგმავენ“ -
აცნობეს „ლაიფ-ნიუსს“ საამართალდამცავ ორგანოებში.
თუმცა ირკვევა, რომ „ფსბ“ არა ერთ, არამედ 6 ავტობუსს ეძებს.
internet.ge