როგორც საინფორმაციო ანალიტიკური პორტალი "პრესა.ჯი" იუწყება, iTV-ის ჟურნალისტს, ნინი ობგაიძეს "ქართული ოცნების" აქტივისტმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
"ამ წუთებში ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთმა აგრესიულმა აქტივისტმა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ინტერნეტ-ტელევიზია itv-ს ჟურნალისტს, ნინი ობგაიძეს (არსებობს ვიდეო-კადრები). „ბიბის“ აგრესიული აქტივისტი ქალები მედიის წარმომადგენლებს ლანძღავდნენ და მოუწოდებდნენ, რომ ივანიშვილის ოცნების მიტინგი ისე გაეშუქებინათ, როგორც ეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს სურთ.
„აი, ისე გააშუქეთ, როგორც ახალი ტელევიზია აშუქებს“, - ყვიროდნენ „ქართული ოცნების აქტივისტები“ და სავარაუდოდ, „ახალ ტელევიზიაში“ ჩემი ეკას „კანტორას“ - მე-9 არხს გულისხმობდნენ. ამის შემდეგ კი, ერთ-ერთმა ქალბატონმა ჟურნალისტ ნინი ობგაიძეს ხელი გაარტყა" - წერს "პრესა.ჯი".
იხ. ვიდეოinternet.ge