დღეს, გალში, მილიციის ორი
თანამშრომელი და ერთი ადგილობრივი მცხოვრები ჩაცხრილეს- იუწყება აფხაზეთის ე.წ.
გენპროკურატურა.
აქტირტავას ქუჩაზე მდებარე კაფე „ზოლუშკაში“ დაუდგენელმა ორმა პირმა
კალაშნიკოვის ავტომატიდან ცეცხლი გაუხსნა კაფეში მყოფ ადამიანებს, რის შედეგადაც
დაიღუპა მილიციის მაიორი ლეონიდ კვიცინია, სისხლის სამართლის სამძებრო განყოფილების თანამშრომელი დევი ბუავა და სოფელ
ნაბაკევის მკვიდრი გულთაზ რემიკოს ძე ყოლბაია.
დამნაშავეები ავტომანქანა „ვოლგით“
გაურკვეველი მიმართულებით მიიმალნენ.
შემთხვევის ადგილზე ოპერატიული საგამოძიებო ჯგუფი, ასევე სამედიცინო ექსპერტები და
კრიმინალისტები მუშაობენ.
Internet.ge