23 წლის ლაშა მაისურაძის მკვლელი დაკავებულია. შინაგან საქმეთა
სამინისტრო, თბილისში, გვიან ღამით მომხდარ მკვლელობასთან
დაკავშირებით, განცხადებას
ავრცელებს.
„29 მაისს, დაახლოებით 01:55 წთ-ზე
დადიანის და ზაზიაშვილის ქუჩების კუთხეში, 1976 წ.დ. გიორგი ელიაურმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის, კერძოდ დანის გამოყენებით, მუცლის
არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა 1987 წ.დ. ლაშა მაისურაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული
ჭრილობების
შედეგად ლაშა მაისურაძე საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
თბილისის
პოლიციის მთავარი სამმართველოსა და დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს მიერ ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, გიორგი ელიაური დაკავებულ იქნა მკვლელობის ჩადენიდან რამდენიმე საათში.
დაკავებული
აღიარებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით“,-
ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
internet.ge