რუსეთის პროკურატურამ ბერეზოვსკიზე კიდევ ორი საქმე აღძრა
15:19 29.05.2012
|
დღის სიახლეები
|
რუსი ოლიგარქის, ბორის ბერეზოვსკის მიმართ, კიდევ ორი ახალი სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. ამის მიზეზი ბერეზოვსკის მოწოდებებია, - ის რუსეთის მოსახლეობას ამბოხებისა და ვლადიმერ პუტინის რეჟიმის წინააღმდეგ მოქმედებებისკენ ღიად მოუწოდებდა.
რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა სწორედ „მასობრივი მღელვარებებისკენ მოწოდებების“ გამო აღძრა საქმე.
კერძოდ, საუბარია ბერეზოვსკის წინადადებაზე, როცა მან პუტინის მოკვლისათვის გასამრჯელოდ ფულადი ჯილდო დააწესა და მის ღია წერილზე, სათაურით - „არა საბჭოთა კავშირში დაბადებულები“, რომელშიც ოლიგარქი ხალხს მოუწოდებდა, ხელი შეეშალათ მარტის საპრეზიდენტი არჩევნებისთვის.
საგამოძიებო კომიტეტის ინფორმაციაში მითითებულია, რომ ეს ორივე საქმე გაერთიანდება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|