17 შვილის მამა,
რომელიც სატელევიზიო დოკუმენტური ფილმის Shameless Mick'-ის მონაწილეა, მეუღლესთან
ერთად, 6 შვილის მკველობისთვის დააკავეს.
ბავშვები, მიმდინარე
წლის 11 მაისს, სახლში დაიწვნენ.
შემთხვევის ადგილზე
მისულ პოლიციას მისტრერ ფილოტმა განუცხადა, რომ ის პირველ სართულზე, მეუღლესთან
ერთად იმყოფებოდა, როდესაც სახლს ცეცხლი წაეკიდა. მისი თქმით, ცეცხლი სიგარეტის ნამწვავისაგან
გაჩნდა და ის ცდილობდა ბავშვების გადარჩენას, მაგრამ უშედეგოდ. მოგვიანებით კი დადგინდა,
რომ ცეცხლის გამომწვევი მიზეზი სახლის კარებთან დასხმული ბენზინი იყო.
დაკავების შემდეგ
გაიმართა პრესკონფერენცია, სადაც დაღუპული ბავშვების მამამ განაცხადა: „ჩემთვის ეს
არის ტრაგედია. მე მინდა ჩემს სამ შვილს მადლობა გადავუხადო რომ დამეხმარნენ
გადარჩენაში. და რა თქმა უნდა, პოლიციას, მაშველებსა და ექიმებს, ყველას, ვინც
ცდილობდა ჩემი შვილების გადარჩენას.“
„ჩვენ გადავწყვიტეთ,
რომ დანიელის ორგანოები, რომელიც სახლიდან ყველაზე ბოლო გამოვიდა, მეორე შვილის
გადასარჩენად გამოვიყენოთ,“ – დასძინა მან.
სამართალდამცავების
განცხადებით, გამოძიება ჯერ არ დასრულებულა. „მე ვიცი, რომ დიდ ინტერესს იწვევს რა და როგორ მოხდა
რეალურად, თუმცა, მინდა ვთხოვო ყველას, რომ გამოიჩინონ მოთმინება.“ – განაცხადა
ერთ–ერთმა სამართალდამცავმა.
internet.ge