ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, იტალიელმა სამართალდამცავებმა კახა კალაძისა და ფეხბურთთან ახლო
კავშირში მყოფი 150 ადამიანის საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკეს. ამის შესახებ
„ინტერნეტ.ჯი“-სთან კომენტარი ‘’კალა ფონდის" დირექტორმა, ოთარ ჩრდილელმა
გააკეთა.
„იტალიელი სამართალდამცავები კახას სახლში იყვნენ შესულები. ამას
ჩხრეკას ვერ დავარქმევ, მათ კალაძის პირადი კომპიუტერი მოითხოვეს და წაიღეს.
პოლიციამ ამ დღეებში, კახას გარდა კიდევ 150 ადამიანის პირადი კომპიუტერი
დაათვალიერა. თუ სამართალდამცავებს კახასთან შეკითხვები ექნებათ, კალაძე მზადაა
ნებისმიერ დროს ჩაფრინდეს იტალიაში და მათ კითხვებს უპასუხოს. აქვე აღვნიშნავ, რომ
იტალიელებს, ამ ეტაპზე, მისი მოწმის სტატუსით დაკითხვის მოთხოვნაც კი არ
გამოუგზავნიათ“ - განაცხადა ჩრდილელმა.
შეგახსენებთ, რომ საფეხბურთო სკანდალი იტალიაში რამდენიმე დღის წინ
აგორდა. კალაძის გარდა საქმეში კიდევ 150 ფეხბურთელის გვარი ფიგურირებს. ზოგიერთი
მათგანი მატჩების ჩაწყობის ბრალდებით უკვე დააკავეს.
internet.ge