სიეტლიში შეიარაღებულმა
პირმა კაფეში მყოფი ოთხი ადამიანი მოკლა, რის შემდეგაც ავტოსადგომზე გაიქცა,
სადაც მანქანის გატაცებისას კიდევ ერთი ადამიანი იმსხვერპლა. ამის შემდგომ კი,
პოლიციის წინაშე იარაღი ამოიღო და თავი დაიჭრა. ეჭვმიტანილი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა გარდაიცვალა.
როგორც გაირკვა, ის 40
წლის იან ლი სტავიცკი იყო.
ინციდენტის შედეგად
დაჭრილია კიდევ ერთი ადამიანი, რომელიც ამჟამად საავადმყოფოშია მოთავსებული.
გადარჩენილის მამამ, კაფის
მეპარტონემ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა, სადაც აღნიშნა, რომ შეიარაღებულ
პირს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა: „მან რამდენეიმე დღით ადრე ჩემს კაფეში დაიწყო
სიარული და დეტექტივმა გამაფრთხილა რომ ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა.“
Internet.ge