ავტოსაგზაო შემთხვევას თბილისში ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, დიდუბის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე,
ქვეითად მოსიარულე, 50 წლამდე მამაკაცს, ავტომობილი დაეჯახა.
ავარია იმდენად ძლიერი იყო რომ მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა, ავტომობილის
მძღოლი კი მიიმალა.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“ -ს სამინისტროს პრესსამსახურიდან განუცხადეს,
ეჭვმიტანილი მძღოლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია, მიმდინარეობს მუშაობა, მისი
დადგენის მიზნით.
internet.ge