GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა “ქართული ფეხბურთის ქომაგის” ანგარიში დააყადაღა
12:57 02.06.2012
დღის სიახლეები

ფინანსური მონიტორინგის სამსახურმა, კანონის საფუძველზე, აიპ “ქართული ფეხბურთის ქომაგი“-ს საბანკო ანგარიშებს, ყადაღა დაადო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, მონიტორინგის სამსახურმა დღეს, სპეციალური განცხადება გაავრცელა.

მათი განცხადებით, „ქართული ფეხბურთის ქომაგის“ ანგარიშებზე სხვადასხვა წყაროებიდან, ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ შესრულებულია გადარიცხვები, რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის რეგულაციებთან.

„2012 წლის 30 მაისს დაარსდა აიპ “ქართული ფეხბურთის ქომაგი“. დაფუძნებისთანავე ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საჯარო განცხადებები გააკეთეს საქველმოქმედო ფონდ „ქომაგი 2“-ის შექმნის შესახებ და მოახდინეს ასოცირება აიპ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფონდი ქომაგთან“, რომლიც ამავდროულად პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოსთან“ კავშირში მყოფ იურიდიულ პირს წარმოადგენს და მიზნად ისახავს ამომრჩეველთა მატერიალური დაინტერესებით, აღნიშნული პოლიტიკური სუბიექტის საარჩევნო ამოცანების რეალიზაციის ხელშეწყობას. ფინანსური მონიტორინგის სამსახური აღნიშნავს, რომ მსგავსი ორგანიზაციების დაფუძნება და საქმიანობა მიზნად ისახავს ამომრჩევლებზე ზემოქმედებას მათი მატერიალური დაინტერესების გზით, რაც კანონსაწინააღმდეგო ქმედებას წარმოადგენს“,- ნათქვამია განცხადებაში.

ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ინფორმაციით, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261 მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა ვრცელდება ნებისმიერ ქმედებაზე და პირზე, რომლის მიზანია ამ კანონით გათვალისწინებული შეზღუდვებისათვის თავის არიდება, მათ შორის მოჩვენებით და თვალთმაქცურ გარიგებებზე.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნინო ბურჯანაძემ მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო1
პოლიციას აქციების დარბევისას ძალის გამოყენების უფლება მისცეს2
ნიკა რურუამ გურამ ოდიშარიას წარმატება უსურვა3
ვანო მერაბიშვილმა შიდა ქართლში მიმდინარე პროექტები დაათვალიერა4
აშშ-ში შოკისმომგვრელი პაპირუსი გამოაქვეყნეს, რომელშიც ნახსენებია, რომ იესოს ცოლი ჰყავდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X