GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს მიერ ძებნილი დეპუტატი გაათავისუფლეს
18:01 02.06.2012
დღის სიახლეები

რუსი მესაზღვრეების მიერ, 19 მაისს, ვლადიკავკაზში დაკავებული ცხინვალელი დეპუტატი და 2008 წლის ომის „გმირად“ შერაცხული ბალა ბესტაუტი, მხოლოდ ახლა გაათავისუფლეს.  მართალია ის პატიმრობაში არ იმყოფებოდა, თუმცა ვლადიკავკაზიდან ცხინვალის რეგიონში დაბრუნების უფლება მხოლოდ დღეს მისცეს. როგორც „ოსრადიოს“ კორესპონდენტი იუწყება, ბესტაუტი, „სახლში, სამხრეთ ოსეთში ამ მომენტში ბრუნდება“.

როგორც Internet.ge ცხინვალის საინფორმაციო საშუალებებზე დაყრდნობით იუწყებოდა, ბალა ბესტაუტი, რუსეთის საზღვარზე რუსმა მესაზღვრეებმა ინტერპოლის სანქციის საფუძველზე, ქართული მხარის მოთხოვნის შესაბამისად დააკავეს. ცხინვალის გაზეთები მაშინ იტყობინებოდნენ, რომ ბესტაუტზე ძებნა ქართულ მხარეს ჰქონდა გამოცხადებული, როგორც 2008 წლის აგვისტოს ომის ერთ-ერთ დამნაშავეზე  და რუსმა მესაზღვრეებმა ის სწორედ ამ მოთხოვნის საფუძველზე აიყვანეს.

19 მაისიდან დღემდე ბესტაუტი ვლადიკავკაზში იმყოფებოდა და მას ცხინვალში დაბრუნების უფლებას არ აძლევდნენ. დღეს კი გაირკვა, რომ „ინცინდენტი ამოწურულია.“

პრობლემის მოგვარებაში რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ჩაერთო, რომელიც ამ დღეებში ჯერ ოკუპირებულ აფხაზეთში, მოცემულ მომენტში კი ცხინვალის რეგიონში იმყოფება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს მოსახლეობა ახალ პარლამენტს ირჩევს1
ლონდონის ოლიმპიადაზე ქართველი სპორტსმენების პირველი ასპარეზობა შედგა2
საქართველოს პრემიერ-მინისტრად ვანო მერაბიშვილი დაინიშნა3
მანჯგალაძე: რუსეთის "სიყვარული" ქართველი ხალხის სიცოცხლის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში გამოიხატება4
ირაკლი ღარიბაშვილი: შს სამინისტრო ძალიან ეფექტურად მუშაობდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X