შიდა ქართლში, სოფელ ლამისყანაში მკვლელობა მოხდა.
24 წლის გაბრიელ ჯამრიშვილი თანასოფლელმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.
ჯამრიშვილთან ერთად ინცინდენტის დროს იმყოფებოდა მისი მეგობარი შალვა
ბედოშვილი, რომელიც ასევე დაჭრილია, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა
სტაბილურია.
ლამისყანელები მკვლელობის მიზეზად თანასოფლელებს შორის წლების წინ
დაყებულ კონფლიქტს ასახელებენ. კონფლიქტის მიზეზი კი ჯართი გახდა, რომელიც
ბრალდებულმა გარდაცვლილს რამდენიმე წლის წინ მოპარა.
სამართალდამცველებმა მკვლელობა შემთხვევიდან რამდენიმე საათში გახსნეს.
გამოძიების ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი თემურ ფავლაშვილია, რომელიც შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა. სამართალდამცავები ეჭვმიტანილს
ეძებენ.
Internet.ge