დნესტრისპირეთის ყოფილ ლიდერს იარაღით ვაჭრობასა და ადამიანების გატაცებაში ადანაშაულებენ
რუსეთის
საგამოძიებო კომიტეტს არაღიარებული დნესტრიპირეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა
მიხაილ ბერგმანმა მიმართა. ის ამტკიცებს, რომ რესპუბლიკის ყოფილი ხელმძღვანელობა
ადამიანების მოტაცებისა და იარაღით უკანონო ვაჭრობაშია გარეული - წერს
„კომეტსანტი“.
ბრალდება
დნესტრისპირეთის
ყოფილი ლიდერის,
იგორ სმირნოვის წინააღმდეგაა მიმართული, ასევე ეხება მისი პერიოდის უშიშროების
მინისტრს, ვლადიმერ ანტუფეევს,
რომლებმაც ბერგმანის თქმით, შექმნეს და ხელმძღვანელობდნენ დანაშაულებრივ ჯგუფს,
რომელიც 20 წლის განმავლობაში მოქმედებდა.
ჯგუფის მიზანი
იყო სარგებელის მიღება იარაღის გაყიდვიდან, შანტაჟიდან, უკანონო ფინანსური
ოპერაციებიდან და იმ პირთა ლიკვიდაციიდან,
რომლებიც მათს ხელის შეშლას ცდილობდნენ - ამბობს ბერგმანი.
მისი თქმით,
ხელთ აქვს ინფორმაცია, თუ როგორ იძარცვებოდა იარაღი მე-14 არმიიდან, რის შემდეგაც
მას რუსეთსა და ყოფილი საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში ყიდდნენ.
ამის გამო
მიმართვის ავტორი მოითხოვს, რომ სმირნოვისა და ანტუფეევის, ასევე მათ
თანამზარხველთა მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრას.
იგორ სმირნოვი
დნესტრისპირეთს, დაახლოებით 20 წელი ხელმძღვანელობდა. ის არაღიარებული რესპუბლიკის
პრეზიდენტის პოსტიდან 2011 წელს გადაირჩიეს. მისი ადგილი დაიკავა ევგენი შევჩუკმა.
შევჩუკის წარმომადგენლის აღნიშნულ
მიმართვას რუსეთის საგამოძიებო კომიტეტისადმი რესპუბლიკაში „ხელისუფლებისათვის
ბრძოლას“ უკავშირებენ.
internet.ge