თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიც მსაჯულთა განსჯადი სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა, ზურა ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში გაზრახ მკვლელობის ბრალდების საქმეზე, დასრულდა.
პროცესზე დაიკითხა დაზარალებული, ზურა ტარყაშვილის და ეკა ტარყაშვილი.
სხდომა ემოციურად მიმდინარეობდა.
შეგახსენებთ, რომ გამოძიების ვერსიით, ნარკოტიკული დანაშულისთვის პირობითი მსჯავრის მქონე 53 წლის ივერი გოგბერაშვილი, ამავე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერს - 19 წლის გიორგი რუსიშვილს და ყაჩაღობისთვის გასამართლებულ 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, ზურა ტარყაშვილის მკვლელობა განახორციელა თბილისის ცენტრალურ ქუჩაზე, რა დროსაც უამრავი ადამიანი მოძრაობდა.
ზურა ტარყაშვილს, ივერი გოგბერაშვილმა, ირაკლი აგლაძემ, დავით რუსიშვილმა და რამდენიმე პირმა, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით არ ხმაურდება, ცეცხლი ერთდროულად გაუხსნეს. მას 11 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული.
შს სამინისტრომ, რუსიშვილი მკვლელობის მესამე დღეს დააკავა. მან დანაშაული აღიარა და დეტალურად აღწერა, როგორ დაიგეგმა და განხორციელდა მკვლელობა კრიმინალური ჯგუფის მიერ, თუმცა, მოგვიანებით, ჩვენება შეცვალა და სწორედ ამიტომ წარსდგა იგი ნაფიც მსაჯულთა წინაშე.
ნაფიც მსაჯულთა ღია სასამართლო სხდომას თბილისის საქალაქო სასამართლოს, სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე ვაჟა ფუხაშვილი უძღვება. სასამართლოს უამრავი ადამიანი ესწრება და დიდ ინტერესს გამოხატავს ამ საქმის მიმართ.
ზურა ტარყაშვილის მკვლელობა ბრალად წაყენებული აქვთ ივერი გოგბერაშვილს, ირაკლი აგლაძესა და დავით რუსიშვილს, თუმცა გამოძიება მუშაობს სხვა ეჭვმიტანილებზეც, შესაბამისად არის გამორიცხული, აღნიშნულ დანაშაულში ბრალდებულთა წრე გაფართოვდეს და მკვლელობის ბრალდება კიდევ რამდენიმე ადამიანს წაეყენოს.
საქმის განხილვა ხვალ დილიდან განახლდება.
internet.ge