ექსპერტმა რუსიშვილის ტანსაცმელზე დენთის კვალის არსებობა დაადასტურა
12:43 06.06.2012
|
დღის სიახლეები
|
ნაფიც მსაჯულთა სასამართლოზე, რომელიც გასული წლის 17 ოქტომბერს, რუსთაველის გამზირზე, 23 წლის ზურა ტარყაშვილის მკვლელობაში დავით რუსიშვილის ბრალეულობის საკითხს იხილავს, ექსპერტი დაიკითხა.
ექსპერტმა დაადასტურა, რომ რუსიშვილის ტანსაცმელზე დენთის კვალი იქნა აღმოჩენილი, რომელიც სროლის შედეგად იყო დარჩენილი.
შეგახსენებთ, რომ დავით რუსიშვილმა დაკავებისას ჩადენილი დანაშაული აღიარა და დეტალურად აღწერა როგორ დაიგეგმა მისი მკვლელობა, როგორ უთვალთვალებდა ტარყაშვილს და როგორ განახორციელა გასროლა. თუმცა, მოგვიანებით ჩვენება შეცვალა. მისი ადვოკატი აცხადებს, რომ რუსიშვილი მკვლელობის დღეს რუსთაველზე არ ყოფილა. საპირისპიროს ამტკიცებენ მოწმეები, რომლებიც ბრალდების მხარემ დაკითხა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|