კახეთში, ყვარლის რაიონის სოფელ საბუეში 74 წლის თამაზ გოგილაშვილმა საკუთარი ძმა, 64 წლის ვანია გოგილაშვილი რკინის ძელით მოკლა.
როგორც ცნობილია, ვანია გოგილაშვილი მძიმე საგნის ჩარტყმის შედეგად გარდაიცვალა.
თანასოფლელების თქმით, ძმები ხშირად კამათობდნენ, მიზეზი კი,
მემკვიდრეობით დანატოვარი სახლი იყო.
ეჭვმიტანილი თამაზ გოგილაშვილი,
რომელიც ადრე მკვლელობისთვისაა ნასამართლევი, ამ დროისთვის უკვე დაკავებულია, მიმდინარეობს
გამოძიება.
Internet.ge