GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ფეისბუქზე ატვირთული სურათი სისხლიანი გარჩევის მიზეზი გახდა
11:57 07.06.2012
დღის სიახლეები
2012 წლის 6 ივნისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა კიდევ ერთი სისხლის სამართლის საქმის განხილვა, რომელიც  სოციალურ ქსელ "facebook”-ზე განთავსებული ფოტოს გამო, მოზარდებს შორის მომხდარ დაპირისპირებასა  და "ქუჩურ გარჩევის” ეხება.

საქმის მასალების მიხედვით: "დავით კ-სა და დიმიტრი ხ.-ს შორის კონფლიქტური ურთიერთობის მიზეზი სოციალურ ქსელ - "facebook”-ზე შეურაცხმყოფელი ფოტოს განთავსება გახდა. აღნიშნული ფოტო დავით კ.-ს მიერ იქნა ატვირთული. დიმიტრი ხ.-მ  დავით კ.-ს არაერთხელ  სთხოვა ფოტოსურათის წაშლა, თუმცა დავით კ. ყოველთვის უარით პასუხობდა. 

2011 წლის 25 სექტემბერს, დიმიტრი ხ. მეგობართან - დავით გ.-სთან ერთად ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე იმყოფებოდა, სადაც მათ შემთხვევით დავით კ. და მისი ძმა საბა კ. შეხვდათ.  დიმიტრი ხ.-მ დავით კ.-ს  იქვე მდებარე კორპუსების უკან გასვლა მოსთხოვა. დიმიტრი  ხ.-ს წინადადებას დავით კ. უყოყმანოდ დათანხმდა. საუბარის თემა კვლავ "facebook”-ზე განთავსებულ ფოტოს შეეხებოდა. საუბრისას დიმიტრი ხ.-მ საკმაოდ აგრესიულად მოსთხოვა დავით კ.-ს ფოტოსურათის წაშლა, რაზედაც ამ უკანასკნელისგან   კვლავ უარი  მიიღო. დიმიტრი ხ.-სა და დავით კ.-ს შორის დაწყებული სიტყვიერი შელაპარაკება მალე ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბა კ. და დავით გ. ცდილობდნენ დაპირისპირებული მხარეები გაეშველებინათ, თუმცა სწორედ ამ დროს დიმიტრი ხ.-ს მიერ მოქნეული ხელი შემთხვევით საბა კ.-ს მოხვდა. 

ბრალდებული ძმის ცემის ფაქტმა კიდევ უფრო აღაშფოთა და მან დიმიტრი ხ.-ს თანნაქონი დანით გულმკერდის არეში უმძიმესი დაზიანება მიაყენა. დანაშაულის ჩადენის შემდეგ დავით კ. და საბა კ. შემთხვევის  ადგილიდან მიიმალნენ, ხოლო დავით გ.-მ დაჭრილი მეგობარი ს. ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადაიყვანა, სადაც ექიმებმა მას სიცოცხლე შეუნარჩუნეს.

სასამართლო სხდომაზე საქმის არსებითი განხილვისას ბრალდებულ დავით კ.ს მიმართ წარდგენილი ბრალი დადასტურებულ იქნა: მოწმეთა და დაზარალებულთა ჩვენებებით, სასამართლო -სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით და საქმეში არსებული სხვა უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობით.თბილისის საქალაქო სასმართლომ, ამჟამად ძებნაში მყოფი დავით კ. დამნაშავედ ცნო განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე და მას სასჯელის სახედ და ზომად 9 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც როგორც არასრულწლოვანს შეუმცირდა ¼-ით და საბოლოოდ, განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლისა და 9 თვის ვადით.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საქართველოს პატრიარქს ამ დროისთვის ოპერაცია არ ესაჭიროება1
მალხაზ გულაშვილმა სასჯელაღსრულების დაწესებულება დატოვა2
არასრულწლოვანთა განყოფილების ინსპექტორი დააკავეს3
მიხეილ სააკაშვილმა არჩილ ჩოხელის ოჯახს პირადად მიუსამძიმრა (VIDEO)4
არასამთავრობო ორგანიზაციები წინასაარჩევნო პერიოდს შეაჯამებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X