პეშევარის
შემოგარენში ავტობუსის აფეთქების შედეგად, რომელსაც პაკისტანელი სახელმწიფო
მოხელეები გადაჰყავდა, 19 ადამიანი დაიღუპა, 40 კი დაიჭრა.
ტერაქტისთვის 8
კილოგრამი ასაფეთქებელი მოწყობილობა იქნა გამოყენებული. ბომბი ავტობუსის ქვეშ იყო
დამონტაჟებული და ის დისტანციური მართვის შედეგად ამოქმედდა.
ჯერჯერობით, ტერაქტზე პასუხისმგებლობა არცერთ ადგილობრივ ტერორისტულ ორგანიზაციას
არ აუღია.
პროვინციაში,
სადაც პეშევარი მდებარეობს, ტრადიციულად, თავს აფარებენ თალიბები და „ალ-ქაედას“
წარმომადგენლები.
The Washington Post-ის ვარაუდით, აფეთქება შესაძლოა, 4 ივნისს„ალ-ქაედას“
იაერარქიაში მეორე პირის აბუ იახ ალ-ლიბის ლიკვიდაციისათვის შურისძიება იყოს.
internet.ge