ბარათელი ტარყაშვილის მკვლელობაში, ბრალდებულების გარდა, სხვა პირების მონაწილეობას არ გამორიცხავს
14:18 11.06.2012
|
დღის სიახლეები
|
ზურა ტარყაშვილის მკვლელობასთან დაკავშირებით, დაკითხულმა მოწმემ, გიორგი ბარათელმა მკვლელობაში, ბრალდებულ დავით რუსიშვილის, ივერი გოგბერაშვილისა და ირაკლი აგლაძის გარდა, სხვა პირების მონაწილეობაც არ გამორიცხა.
2011 წლის 17 ოქტომბერს, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ მკვლელობაში ბრალი წაყენებული აქვთ
დავით რუსიშვილს, ივერი გოგბერაშვილსა და ირაკლი აგლაძეს, თუმცა ცალკე წარმოებადაა გამოყოფილი საქმე და გამოძიება აღნიშნულ მკვლელობაში სხვა პირების მონაწილეობაზე მუშაობს.
შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთ სასამართლო პროცესზე, დავით ჯოხაძე მკვლელობაში მონაწილედ თავად ბრალდებულის ადვოკატმა დაასახელა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|