ბათუმში სასტუმრო „შერატონის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ცივი იარაღით
თურქეთის მოქალაქე დაჭრეს. 45 წლის ანკარელ იაჟიჯ ბურ-ხანშს რამდენიმე ჭრილობა
აქვს მიყენებული.
დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში
გადაიყვანა, სადაც გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა.
ამ დროისთვის დაზარალებულის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია
აღნიშნული, დანაშაული უკვე გახსნილია და დაკავებულია ეჭვმიტანილი, 44 წლის რამაზ
ხიმშიაშვილი, რომლის წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით
არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ დაზიანებით კვალიფიცირდება.
Internet.ge