მომღერალმა ალუდა ქეთელაურმა წუხელ, გვიან ღამით სიცოცხლე
თვითმკვლელობით დაასრულა. ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ მისმა
მეგობრებმა გაავრცელეს ინფორმაცია.
მეგობრებისთვის ამ დროისთვის უცნობია თუ რა გახდა კონკრეტულად 24 წლის
მომღერლის თვითმკვლელობის მიზეზი.
სოციალურ ქსელში მისმა მეგობარმა ხატია ლონდარიძემ მომღერლის ფოტო
განათავსა, სადაც ამ ამბის შესახებ იუწყებოდა. სოციალური ქსელის მომხმარებლები
კომენტარებში თვითმკვლელობის ვერსიებსაც წერენ: ნარკოტკული ნივთიერების
ზემოქმედების ქვეშ მიღებული გადაწყვეტილება სუიციდის შესახებ, ან თვითმკვლელობა სიყვარულის გამო.
როგრც „ინტერნეტ.ჯი“-ს ქეთელაურის მეგობარმა ხატია ლონდარიძემ განუცხადა, მომღერალი ბოლო
დროს ხშირად იღებდა ალკოჰოლურ სასმელს.
ალუდა ქეთელაური დუშეთის რაიონში ცხოვრობდა, თუმცა ბოლო რამდენიმე
წელი მან თბილისში გაატრა, მშობლები კი რაიონში ჰყავს.
შეგახსენებთ, რომ ალუდა ქეთელაური ქართულ-ხალხურ სიმღერებს ასრულებდა
ხალხური საკრავების თანხლებით.
Internet.ge