GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გასულ წელს არასრულწლოვანთა მიმართ 206 ძალადობის შემთხვევა დაფიქსირდა
15:37 14.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრი 2007-2011 წლებში ჩატარებულ სტატისტიკას აქვეყნებს.  როგორიცაა ოჯახური ძალადობა, ოჯახური კონფლიქტები და არასრულწლოვანთა მიმართ და მიერ ჩადენილი დანაშაულობები საქართველოში.

ა) ოჯახური ძალადობა

შსს-ს კვლევის მიხედვით 2007-2011 წლებში საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში დაფიქსირდა 973 ოჯახური ძალადობის ფაქტი, ხოლო მონაწილე პირთა რაოდენობამ  1997 შეადგინა.        

ამავე პერიოდში მოძალადის სახით დაფიქსირებულია 887 მამაკაცი და 89 ქალი, ხოლო მსხვერპლის სახით რეგისტრირებულთა სურათი საპირისპიროა და თანაფარდობა შესაბამისად 117 / 904-ზეა ქალების "სასარგებლოდ".

ნიშანდობლივია, რომ მსხვერპლი მამაკაცების ყველაზე დიდი ასაკობრივი სეგმენტია 45 წლის ასაკს ზემოთ მყოფი პირები (59%), მაშინ როდესაც როგორც მსხვერპლი ქალების, ასევე მოძალადე ქალებისა და კაცების მიმართულებით 25-44 წლების ინტერვალში მყოფი პირები სჭარბობენ, შესაბამისად 58,3,  53,9 და 59,2  პროცენტით.

ოჯახური ძალადობის სახეებიდან საქართველოში ჭარბობს ფსიქოლოგიური (56.8%, 1160 ფაქტი) და ფიზიკური ძალადობა (36.3%, 740 ფაქტი).

ძალადობის ფაქტების რაოდენობით საქართველოს რეგიონებს შორის პირველ ადგილზეა თბილისი (632 ფაქტი), მეორე ადგილზე - აჭარა (84). 10 000 მოსახლეზე  ძალადობის ფაქტების ხვედრითი წილის მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელით გამოირჩევა თბილისი (5.4 შემთხვევა) და მცხეთა-მთიანეთი (3.4).

ბ) ოჯახური კონფლიქტები - 2010-2011 წლებში სულ დაფიქსირდა 3952 ოჯახური კონფლიქტი და 8341 ფიგურანტი, სადაც გენდერული თანაფარდობა დაახლოებით 50/50-ზეა, ხოლო ყველაზე დიდი ასაკობრივი სეგმენტია 25-44 წლის ინტერვალში მყოფი პირები (53,4% / 49,1%-ზე მამაკაცების "სასარგებლოდ").

ოჯახური კონფლიქტის მხარეები ყველაზე ხშირად არიან: ცოლ-ქმარი, მშობელი და შვილი და არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირები, ხოლო მიზეზებს შორის სჭარბობს ალკოჰოლური თრობა, ქონებრივი დავა და ეჭვიანობა.

საქართველოს რეგიონებს შორის ყველაზე მეტი ოჯახური კონფლიქტი დაფიქსირდა  თბილისსა (1237 ფაქტი) და შიდა ქართლი/სამცხე-ჯავახეთში (759). ხოლო 10 000 მოსახლეზე კონფლიქტების ფაქტების  ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა მცხეთა-მთიანეთსა (23,9 შემთხვევა) და  შიდა ქართლი/სამცხე-ჯავახეთში (14.3).

გ) არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა -  2007-2011 წლის პერიოდში აღრიცხულია არასრულწლოვნების მიერ ჩადენილი 4001 დანაშაულებრივი ფაქტი, რომელთაგანაც მათ მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 4712 შემთხვევაში. ამასთან, ცალსახად შეინიშნება მათი რაოდენობის კლების ტენდენცია, მაგალითისთვის - 2011 წელს ეს მაჩვენებელი პრაქტიკულად განახევრებულია 2007  წლის მონაცემებთან შედარებით.

შემთხვევათა უმრავლესობაში (68%) არასრულწლოვნები წარმოადგენდნენ 16-დან - 18 წლამდე ასაკობრივ კატეგორიას, ხოლო გენდერულ განაწილებაში პროცენტული თანაფარდობა 96% / 4%-ზეა მამაკაცების "სასარგებლოდ".

არასრულწლოვანთა მიერ ჩადენილი ყველაზე გავრცელებული სისხლის სამართლის დანაშაულის სახეებია ქურდობა და ცივი იარაღის ტარება.

საქართველოს რეგიონებს შორის არასრულწლოვანთა დანაშულის ყველაზე მეტი ფაქტი დაფიქსირდა თბილისსა (1524 ფაქტი)  და იმერეთი/რაჭა ლეჩხუმში ( 494). ხოლო 10 000 მოსახლეზე არასრულწლოვანთა დანაშაულის ფაქტების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გამოვლინდა თბილისსა (13.1) და კახეთში (8.5).

2011 წელს არასრულწლოვანთა მიმართ დაფიქსირდა 206 ძალადობის შემთხვევა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოძალადემ ქალი სახლიდან იძულებით გაიყვანა და გააუპატიურა (VIDEO)1
რუსული და უკრაინული ესტრადის ვარსკვლავები საქართველოს პარლამენტს მიმართვას უგზავნიან2
მინისტრობის კანდიდატი ჟურნალისტს: მოგაძრობ მაგ თავს გადავაგდებ, დაგწიხლავ (VIDEO)3
აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის დნმ-ის ანალიზით იდენტიფიცირება მოხდა4
ჟურნალისტი დიანა ტრაპაიძე მაყურებელს ბოდიშს უხდის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X