ნორვეგიული გამოცემა „დაგლბლადეტ“ იუწყება, რომ ტერორისტი ანდერს ბრეივიკი, ბარაკ ობამაზე თავდასხმას აპირებდა. ბრეივიკის გეგმით ეს უნდა მომხდარიყო 2009 წლის დეკემბერში, აშშ-ის პრეზიდენტის ოსლოში ვიზიტის დროს, როცა მას ნობელის პრემია უნდა აეღო.
გაზეთის მონაცემებით, დაკითხვების დროს 32 წლის ექსტრემისტმა აღიარა, რომ აპირებდა ოსლოს მერიასთან, სადაც ობამას პრემია უნდა აეღო, დაეტოვებინა ავტომანქანა ასაფეთქებელი მოწყობილობით. მეორე ვარიანტი კი პოლიციის ფორმით მერიის შენობაში შესვლა და
ასაფეთქებელი მოწყობილობის მოქმედებაში მოყვანა იყო. იყო. თუმცა ბრეივიკმა თავისი ჩანაფიქრის განხორციელებაზე მალე უარი თქვა, რადგან ობამას გაძლიერებული დაცვის გამო ამ გეგმების რეალიზება შეუძლებლად ჩათვალა.
ამ დროისათვის ანდერს ბრეივიკი ციხეშია და სასამართლოს პროცესის მოლოდინშია, რომელიც 16 აპრილს უნდა დაიწყოს. ნორვეგიის სააპელაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ტელევიზიებს ეკრძალებათ ტერორისტის ჩვენებების ტრანსლირება. შესაძლებელი
იქნება მხოლოდ სასამართლო სხდომის დასაწყისის, მათ შორის ბრალდებისა და დაცვის
შესავალი სიტყვების ჩვენება.
Internet.ge