GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო ქართველი ქალბატონი ჩამოხრჩობას გადაერჩინა
12:58 01.04.2012
დღის სიახლეები

"საქართველოს ხელისუფლების ორწლიანი აქტიური მუშაობის შედეგად, მალაიზიაში დაკავებული საქართველოს მოქალაქე, დარეჯან კოხტაშვილი მალაიზიის კანონმდებლობით გათვალისწინებული უმძიმესი სასჯელით – სიკვდილით, აღარ დაისჯება. მალაიზიის სასამართლომ გაითვალისწინა ქართული მხარის მტკიცებულებები და პოზიცია, და 2012 წლის 30 მარტს უპრეცედენტო გადაწყვეტილება მიიღო - ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებულ დარეჯან კოხტაშვილს ბრალი შეუმსუბუქა და სიკვდილით დასჯის ნაცვლად, მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა," - ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს მთავარი პროკურატურისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია ამ დრომდე იმყოფება მალაიზიაში ნარკოტრეფიკის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქეების, ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით. ვიზიტის ფარგლებში გაიმართა შეხვედრები მალაიზიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და პროკურატურის წარმომადგენლებთან, პატიმრობაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან და მათი ინტერესების დამცველ ადვოკატებთან.

ქართულმა მხარემ მალაიზიელ კოლეგებს გააცნო საქართველოს ხელისუფლების პოზიცია და მტკიცებულებები დაკავებული საქართველოს მოქალაქეების შესახებ. კუნძულ პინანგზე, სადაც პატიმრობაში იმყოფება საქართველოს მოქალაქე დარეჯან კოხტაშვილი, 2012 წლის 30 მარტს გაიმართა სისხლის სამართლის საქმის მორიგი სასამართლო მოსმენა, საქართველოს დელეგაციის წევრები დაესწრნენ სასამართლოს ამ სხდომას, სადაც მოხდა უპრეცედენტო გადაწყვეტილების მიღება.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს დელეგაცია ასევე შეხვდა დარეჯან კოხტაშვილის ადვოკატს და პროკურორებს, რომლებსაც წარმოებაში აქვთ საქართველოს მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმე. შეხვედრების მიმდინარეობისას, ქართული მხარე გაეცნო იმ მტკიცებულებებს, რომლებიც ამ ეტაპისთვის გააჩნიათ მალაიზიელ სამართალდამცავ ორგანოებს დაკავებული საქართველოს მოქალაქის წინააღმდეგ. მათ საპატიმრო დაწესებულებაში დარეჯან კოხტაშვილიც მოინახულეს და გაეცნენ მისი დაწესებულებაში ყოფნის პირობებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ამჟამად საქართველოს დელეგაციის წევრები იმყოფებიან მალაიზიის ქალაქ კოტა კინაბალუში, სადაც იმყოფება მეორე დაკავებული - საქართველოს მოქალაქე ბაბუცა გორდაძე. ქართული მხარე ასევე შეხვედრებს გამართავს ბაბუცა გორდაძის ადვოკატთან და პროკურორებთან, რომლებსაც წარმოებაში აქვთ საქართველოს მოქალაქის მიმართ სისხლის სამართლის საქმე. 

კინაბალუში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები საპატიმრო დაწესებულებაში მოინახულებენ ბაბუცა გორდაძეს და გაეცნობიან დაწესებულებაში ყოფნის პირობებსა და ჯანმრთელობის მდგომარეობას.

ქალაქ კოტა კინაბალუში ვიზიტის შემდეგ საქართველოს დელეგაციის წევრები დაბრუნდებიან ქალაქ კუალა ლუმპურში, სადაც დაგეგმილია შეხვედრა მალაიზიის გენერალურ პროკურატურაში იმ უფლებამოსილ თანამდებობის პირებთან, რომელთა კომპეტენციასაც მიეკუთვნება სისხლის სამართლის საქმეებზე საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხების განხილვა.

მალაიზიის გენერალურ პროკურატურაში ვიზიტის მიზანია ბაბუცა გორდაძისა და დარეჯან კოხტაშვილის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეების შემდგომი სამართალწარმოების მიზნით საქართველოში გადმოგზავნის შესაძლებლობის განხილვა.

დარეჯან კოხტაშვილისა და ბაბუცა გორდაძის დაკავების დღიდან საქართველოს ხელისუფლებას არ შეუჩერებია მცდელობა ხელთ არსებული ყველა საშუალებით – დიპლომატიური, სამართლებრივი, კოლეგიალური და პირადი არხების გამოყენების გზითაც, საქართველოს ორი მოქალაქის სიცოცხლის გადასარჩენად.

მალაიზიის სახელმწიფოში ნარკოტრაფიკის დანაშაულის ჩამდენს, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მალაიზიური კანონმდებლობით უმძიმესი სასჯელი – სიკვდილით დასჯა ჩამოხრჩობის გზით ემუქრება. მალაიზიაში ამ საკითხთან „Georgian journal"-ის ცნობით, ასეთი მიდგომაა:             

„არაფერს და არავის შეუძლია გაამართლოს ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე დაკავებული ნარკომოვაჭრეები. მხოლოდ უმაღლესი სასჯელია ასეთი დამნაშავეებისთვის შესაფერისი, იქნებიან ისინი მალაიზიის, თუ რომელიმე სხვა ქვეყნის მოქალაქენი." - ეს განცხადება კუალა-ლუმპურის სასამართლომ, 2006 წელს, ნარკოტრეფიკისთვის გადაწყვეტილების გამოტანის დროს გააკეთა.

ქვეყნის ნარკოტიკებით წალეკვის ასაცილებლად, მალაიზიის ხელისუფლებამ უმკაცრესი სასჯელი 1975 წელს შემოიღო, რომლის საფუძველზეც, 1998 წელს 2 100 ნარკო-კრიმინალი სიკვდილით დაისაჯა. მათგან 160 ევროპის ქვეყნების მოქალაქე იყო...

ქვეყნის 24 მილიონიანი მოსახლეობიდან, 290 ათასი (17-დან 29 წლამდე) ადამიანი ნარკოდამოკიდებულია. მათი რიცხვი ყოველ ნახევარ საათში იზრდება. არსებული ვითარებიდან გამომდინარე, მოსხლეობის 70% სიკვდილით დასჯის წინააღმდეგია."

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ირაკლი ალასანია: საერთაშორისო ოპერაციებში ჩვენი თანამონაწილეობა გაგრძელდება1
ფორბს საქართველოს მიხედვით ჰიპერმარკეტი „გორგია“სამშენებლო-სარემონტო მასალების სფეროს უპირობო ლიდერია.2
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს3
გარდაცვლილი ცოლ-ქმარი მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს4
ბოკერია და უგულავა პარტიას „ევროპული საქართველო“ უერთდებიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X