17 წლის გოგონა, უმძიმეს მდგომარეობაში, ინგოროყვას სახელობის სამედიცინო ცენტრშია მოთავსებული, ის მართვით სუნთქვაზეა გადაყვანილი. გოგონას ჭრილობა თავის არეში აქვს.
უბედური
შემთხვევა გუშინ თბილისში, ფონიჭალის დასახლებაში მოხდა.
სადგურ ფონიჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე 21 წლის ზურაბ
სხირტლაძე გარდაცვლილი, ხოლო 17 წლის გოგონა დაჭრილი იპოვეს.
გოგონას
ტყვია თავში, ზურაბ
სხირტლაძეს კი ორი ტყვია გულმკერდისა და მუცლის არეში აქვს მოხვედრილი. სამართალდამცავები
ვარაუდობენ, რომ მომხდარში
მესამე პირი ფიგურირებს, რომელმაც მკვლელობა ჩაიდინა.
ფაქტზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გამოძიების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი მკვლელობას ჰქონდა ადგილი თუ სხირტლაძემ ჯერ გოგონა მოკლა, შემდეგ კი თავი მოიკლა.
internet.ge