ნაფიცი მსაჯულები სასჯელის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად სათათბირო ოთახში იმყოფებიან.
ზურა ტარყაშვილის მკვლელობა ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მესამე სისხლის სამართლის საქმის საქმეა, რომლის არსებითი განხილვაც თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ დასრულდა.
თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული დავით რუსიშვილი დამნაშავედ სცნო 2011 წლის 17 ოქტომბერს, ზურაბ ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.
ნაფიცმა მსაჯულებმა სასჯელის დამძიმების რეკომენდაცია მიიღეს.
Internet.ge