ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მესამე სისხლის სამართლის საქმე გამამტყუნებელი ვერდიქტით დასრულდა
15:01 15.06.2012
|
დღის სიახლეები
|
თბილისის საქალაქო სასამართლო, ნაფიც მსაჯულთა განსჯად მესამე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვასთან დაკავშირებით, ინფორმაციას ავრცელებს.
სასამართლოს ინფორმაციით, თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული დავით რუსიშვილი დამნაშავედ სცნო 2011 წელს 17 ოქტომბერს, ზურაბ ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში. აღნიშნულ ბრალდებაზე გამამტყუნებელი ვერდიქტი მიღებული იქნა 9 ხმით, 3-ის წინააღმდეგ.
ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი მიიღეს ბრალდებულ დავით რუსიშვილის მიმართ საბრძოლო მასალის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვის ბრალდებაში.
დღეს ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობდნენ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა.
სასჯელის დანიშვნის სხდომაზე ნაფიცმა მსაჯულებმა სასამართლოს სასჯელის დამძიმების რეკომენდაციით მიმართეს.
სასამართლომ, ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტისა და სასჯელთან მიმართებაში მათი რეკომენდაციის გათვალისწინებით, გამოიტანა გამამტყუნებელი განაჩენი და დავით რუსიშვილს საბოლოოდ, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით სასჯელის სახედ და ზომად 21 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.
განაჩენი შესაძლებელია ერთჯერადად, საკასაციო წესით გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მხოლოდ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი საფუძვლების არსებობისას.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|