შინაგან საქმეთა სამინიტრო გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი თანამშრიმლის
მამუკა ჯიბლაძის გაუჩინარებასთან
დაკავშირებით დამატებით ინფორმაცია არ ფლობს.
როგორც „ინტერნეტ.ჯი“-ს შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ზურაბ გვენეტაძემ განუცხადა. პოლიცია ჯიბლაძეს 4 დღეა
უშედეგოდ ეძებს.
მისი თქმით, ჯიბლაძის უგზო- უკლოდ დაკარგვის საქმეს ვაკე-საბურთალოს
პოლიცია იძიებს.
მამუკა ჯიბლაძემ გამოცდების ეროვნული ცენტრი მას შემდეგ დატოვა, რაც
გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი დიმიტრი შაშკინმა
თანამდებობიდან გაათავისუფლა.
ოჯახის ახლობლების განცხადებით, მამუკა ჯიბლაძე სახლიდან 11 ივნისს
გავიდა და უკან არ დაბრუნებულა.
Internet.ge