მოსკოვში საზარელი მკვლელობა მოხდა. მეუღლესთან კამათის გამო,
მამაკაცმა ცოლი და სამი მცირეწლოვანი შვილი მოკლა. 5 წლის გოგონა კი უმძიმეს
მდგომარეობაში საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც ადგილობრივი მედიასაშუალებები იტყობინებიან, მამაკაცმა მეუღლე
და შვილები ჯერ მძიმედ დაჭრა, შემდეგ კი სახლში ბუნებრივი აირი გაუშვა და მიიმალა.
მოკლულია 26 წლის ტატიანა შუვალოვა და 3 მცირეწლოვანი ბავშვი, რომლეთა
ასაკიც 4 წელს არ აღემატება.
მკვლელობის შემდეგ ეჭვმიტანილი მიიმალა, თუმცა სამართალდამცველებმა
მისი დაკავება მალევე შეძლეს.
ამ დროისათვის, მამაკაცის დაკითხვა მიმდინარეობს. ჯერ-ჯერობით
მკვლელობის მოტივი უცნობია.
Internet.ge