მმართველი
გუნდი მათ ვებ-გვერდზე განხორციელებული კიბერშეტევის ფაქტზე სამართალდამცველებს რეაგირებას სთხოვს.
როგორც ‘’ინტერნეტ.ჯი"-ს „ნაციონალიური მოძრაობის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, დღეს, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“
ოფიციალურ ვებ-გვერდზე (www.unm.ge) კიბერშეტევა განხორციელდა, რის გამოც რამდენიმე საათის განმავლობაში, ვებ-გვერდის ფუნქციონირება შეფერხდა და არაერთი მნიშვნელოვანი ინფორმაცია წაიშალა.
მათი ცნობით, ამჟამად ვებ-გვერდის ფუნქციონირება სრულად არის აღდგენილი და მომხმარებლებს ჩვეულ რეჟიმში შეუძლიათ ისარგებლონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ვებრესურსებით.
„ნაციონალური მოძრაობა“ მიმართავს სამრთალდამცავ ორგანოებს, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება მოახდინონ.
internet.ge