ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, საგადასახო დოკუმენტაციის გამყალბებელი
დააკავა. აღნიშნული უწყების ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის 02
მარტს თ. ალექსაიამ ერთ–ერთ კომპანიას, წინასწარი შეთანხმების საფუძველზე,
უსაქონლო ოპერაციასთან დაკავშირებით, დაუმზადა ორი სასაქონლო ზედნადები და
სალაროს შემოსავლის ორდერი, რომლებშიც დააფიქსირა ყალბი მონაცემები, თითქოს მან აღნიშნულ
ფირმას მიაწოდა შავი ლითონის ჯართი, საერთო ჯამში, 45 130 კილოგრამი,
ღირებულებით 18 950 ლარი. აღნიშნულის სანაცვლოდ, მან მიიღო საქონლის
ღირებულების 10 პროცენტი, 1900 ლარი.
თეიმურაზ
ალექსაიამ 2012 წლის 23 თებერვალს ასევე დაამზადა ყალბი საანგარიშსწორებო
დოკუმენტები, 45 400 კილოგრამი 20 000 ლარის ღირებულების შავი ლითონის ჯართის
რეალიზაციასთან დაკავშირებით, რაშიც მიიღო იმავე ოდენობის თანხა 1900 ლარი.
სამართალდამცველებმა
ბრალდებული დანაშაულის ფაქტზე დააკავეს.
მიმდინარეობს
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210–ე მუხლით, რაც
ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 2–დან 4 წლამდე ვადით.
Internet.ge