GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
16 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული ძიძა საქმის განახლებას ითხოვს
15:45 18.06.2012
დღის სიახლეები

16 თვის პატარას მკვლელობის გამო დაკავებულის ადვოკატი საქმის განახლებას მოითხოვს. დამცველი თვლის, რომ ჩვილის მკვლელი საქმის კიდევ ერთხელ გადახედვას იმსახურებს, რადგან საქმეში მონაწილე ექსპერტი არაკვალიფიციური აღმოჩნდა.  

შტატ ილიონისის ქალაქ ვაუკეგანში, 2009 წლის 14 იანვარს 16 თვის ბენჟამინი მოულოდნელად გარდაიცვალა. როგორც ოჯახს, ისევე პოლიციას ეგონა, რომ პატარას გარდაცვალება ბუნებრივი მიზეზი ან თანდაყოლილი ავადმყოფობის შედეგი იყო. დაკრძალვის დღეს, კორონერის მშობლებს ტელეფონით შეატყობინეს, რომ ბავშვი მოკლული იყო.

დამატებითმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ იატაკზე დანარცხების შემდეგ, ბავშვმა შეძლო საბნის აღება და სკამთან მიჩოჩება, შემდეგ კი იგი გარდაიცვალა. მელისა კალუსინსკის, რომელიც ბავშვთა მოვლის ცენტრის ერთ-ერთი თანამშრომელი იყო, ამ დანაშაულისათვის 31 წელი მიესაჯა . გამოძიების თქმით, იგი ამ ზომამდე ბავშვის  ცელქობამ და ხმაურმა მიიყვანა.    

ახლახანს კი გაირკვა, რომ ექსპერტი, რომელმაც ბენჟამენის სხეულს ექსპერტიზა ჩაუტარა, ექსპერტიზის ჩატარების დროს პროფესიის სერტიფიცირების გამოცდაში ჩაიჭრილი იყო. სწორედ ამ გარემოების გამო მელისას ადვოკატი საქმის განახლებას მოითხოვს.

პროცესის განახლების გადაწყვეტილებას სასამართლო უახლოეს მომავალში მიიღებს. ამ დროისთვის მელისა კალუსინსკი 31 წლიან სასჯელს იხდის.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მასობრივი ჩხუბის განეიტრალებას, რომელშიც ქალებიც ჩაებნენ, პატრულის ათობით ეკიპაჟი ცდილობდა1
ეკა ბესელია: ნიგვზიანში მუსულმანებს ლოცვის გაგრძელების საშუალება მიეცემათ2
ლევან გაჩეჩილაძის ვაჟის სასამართლო პროცესი დღეს გაიმართება3
NDI: „ქართული ოცნების“ რეიტინგი შემცირდა4
230 ტონა ვადაგასულ პესტიციდს საქართველოდან გაიტანენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X