20 წლის წინ მომხდარი მკვლელობა გახსნილია.
სამართალდამცავებმა ეჭვმიტანილი რამაზ ქანაშვილი
გუშინ დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიების შედეგად დადგენილია, რომ 1992 წლის 31 მაისს, თემქის დასახლება მე-3 მ/რ, მე-2 კვარტლის, 30-ე კორპუსის პირველი სადარბაზოს მიმდებარე ტერიტორიაზე, ურთიერშელაპარაკების ნიადაგზე, რამაზ ქარაშვილმა გადაჭრილი სანადირო თოფიდან გასროლით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა ამავე მისამართზე მცხოვრებ, 1962 წ.დ. ბადრი ვლადიმერის ძე ფარსაღაშვილს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა, ხოლო რამაზ ქარაშვილი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დაკავებული
მის მიერ ჩადენილ დანაშაულს
აღიარებს.
გამოძიებას ქ.თბილისის
მთავარი სამმართველო
აწარმოებს.
Internet.ge