სოჭის ადლერის რაიონულმა
სასამართლომ აფხაზეთიდან ჩასული პირების მიმართ განაჩენი გამოიტანა. კონსტანტინ
სმირი, ადგურ ცვეიბა და ვაგარშაკუ დუდუკჩიანუ იარაღით ვაჭრობასა და კონტრაბანდაში
არიან ბრალდებულები - იუწყება რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა.
სამართალდამცავებმა
დაადგინეს, რომ 2010 წლის აგვისტოდან 2011 წლის თებერვლამდე აღნიშნულმა პირებმა
ხუთჯერ მოახერხეს ცეცხლსასროლი იარაღის გაყიდვა და მისი კონტრაბანდა რუსეთის
ფედერაციის საზღვარზე.
ორგანიზებული ჯგუფის
წევრები 5 კალაშნიკოვის, ორი რევოლვერისა და „ტეტეს“ სისტემის პისტოლეტის
რეალიზაციის ფაქტზე დააკავეს.
სმირს 11 წლით, ცვეიბას
10 წლით თავისუფლების აღკვეთა და ჯარიმები დაეკისრათ. დუდუკჩიანუს კი 3-წლიანი
პირობითი სასჯელი გამოუტანეს.
internet.ge