თურქეთის პოლიციამ არდახანის პროვინციაში, პროსტიტუციის
ბრალდებით, 46 ადამიანი დააკავა. მათ
შორის 2 ქართველია.
დაკავებულთა ვინაობას თურქი სამართალდამცავები არ ახმაურებენ.
ადგილობრივი მედიის ცნობით, სპეცოპერაციას 5 თვიანი სამუშაოები უძღოდა
წინ.
რაც შეეხება დაკავებულებს, მათგან დაკითხვის შედეგად 22 ადამიანი
მალევე გათავისუფლდა.
პატიმრობაში მყოფ 2 ქართველს საქართველოში დეპორტაცია ელის.
internet.ge