GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ეკა ზღულაძე: პოლიცია ამომრჩეველთა მოსყიდვის ფაქტებზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს
13:26 22.06.2012
დღის სიახლეები

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის, ეკა ზღულაძის შეფასებით, „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ მფლობელობაში არსებული ანტენების დაყადაღება, მედიის ხელმისაწვდომობასთან არანაირ კავშირში არ არის.

ამის შესახებ ზღულაძემ სამინისტროში სპეციალური განცხადება გააკეთა.

მისი თქმით, პოლიცია კანონის ფარგლებში გააგრძლებს მუშაობას, რომ უზრუნველყოს დემოკრატიული არჩევნების ჩატარება და  ამომრჩეველთა მოსყიდვის ყველა ფაქტზე შესაბამის რეაგირებას მოახდენს.

„ერთი ასეთი გამოძიება კი ეხება „გლობალ კონტაქტ კონსალტინგის“ საქმეს.

გუშინ პოლიციამ დროებით დააყადაღა დასაწყობებული ანტენები. ამ საქმეს არანაირად არ აქვს კავშირი მედიის ხელმისაწვდომობასთან, ან რაიმე ამდაგვარ თემებთან. საქმე ეხება კონკრეტული ამბიციების მქონე პირის წინასაარჩევნო აგიტაციის ფარგლებში ამომრჩევლისთვის მატერიალური ქონების უვადოდ გადაცემას და მათ მოსყიდვას, რაც არის დანაშაული და კანონით ისჯება“,- განაცხადა ზღულაძემ.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, პოლიცია მსგავსი ფაქტების აღმოფხვრას გააგრძელებს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რომელიმე კონკრეტული სუბიექტი განსაკუთრებული ყურადღების საგანი გახდება.

„ასევე ვაცხადებთ, რომ  სახელმწიფო იქნება ძალიან ღია ყველა ახალ იდეასთან მიმართებაში და ჩაერთვება დისკუსიაში, რათა წინასაარჩევნო გარემო სამართლიანი იყოს. სახელმწიფოს ვალდებულებაა თითოეულ პოლიტიკოსს ჰქონდეს ამომრჩევლამდე სათქმელის მიტანის სრული შესაძლებლობა. ამ მხრივ კანონმდებლობა ძალიან ლიბერალურია, მაგრამ ჩვენ მაინც განვიხილავთ თუ რა დამატებითი ინციატივები შეიძლება იქნას მიღებული, იმისათვის, რომ ამომრჩეველს მრავალხრივი ინფორმაციის მიღება გაუმარტივდეს“,- განაცხადა ზღულაძემ.   

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვასილ ჭყოიძეს დღეს დაკრძალავენ1
სუბარი: სასჯელაღსრულების სისტემა იმაზე მეტად კორუმპირებული აღმოჩნდა, ვიდრე შევარდნაძის დროს2
გეოფიზიკის ინსტიტუტის შენობაში აფხაზეთიდან დევნილები შეიჭრნენ3
გეგა მგალობლიშვილი: რასმუსენმა რუსეთის მიმართ ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილი გააკეთა4
აუდიტის სამსახურში 29 პირი დაიბარეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X