სასაზღვრო
პოლიციის საგამოძიებო–ოპერატიული მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,
გატარებული
ღონისძიებების
შედეგად, საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, 4 პიროვნება დააკავეს.
დაკავებულები არიან: თურქეთის
მოქალაქე - ირფან აიდინი, ინდოეთის მოქალაქე - პრაბჯოტ სინგჰი და ორი ბანგლადეშის რესპუბლიკის მოქალაქე: ჰოსეინ აბდულ შიფატი და რიპონ
ვაქტო.
სასაზღვრო პოლიციის ინფორმაციით,
დაკავებულები სასაზღვრო–საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკაში გადასვლას ცდილობდნენ.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს წინასწარი გამოძიება საქართველოს სისხლის სამმართლის კოდექსის 19, 344–ე
მუხლის II ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით.
Internet.ge