ბალტიმორში
გარდაცვლილი ქართველის მკვლელი იამაიკელი ზამანი ლავსოლია.
ამერიკული მედიის ცნობით, 23 წლის ბექა ზარდიაშვილი მისმა
თანამშრომელმა მოკლა.
ის
მაღაზიაში
მუშაობდა და წინასწარი ვერსიით მათ შელაპრაკება მოუვიდათ, რაც მკვლელობით დასრულდა.
სამართალდამცველებმა
მკვლელობაში
ბრალდებული
უკვე დააკავეს.
რაც შეეხება მოკლულის სამშობლოში
გამოსვენებას, ზარდიაშვილს საქართველოში, სავარაუდოდ, 27 ივნისს ჩამოასვენებენ.
ყველა ხარჯს საქართველოს ხელისუფლება
დაფარავს.
ზარდიაშვილის
ოჯახი ამერიკაში ე.წ. გრინქარდის მოგების შემდეგ გადავიდა. ოჯახმა საქართველოს საელჩოს გამოძიების აქტიური კონტროლის თხოვნით უკვე მიმართა.
Internet.ge