იტალიაში
საქართველოს
3 მოქალაქე
დააკავეს.
ადგილობრივი პოლიციის ცნობით, დაპატიმრებულთა შორის
ერთი
ქალია.
დაკავებულთა
ვინაობას იტალიელი სამართალდამცველები
არ ასახელებენ, თუმცა ცნობილია მათი ასაკი.
დაკავებული ქალბატონი - 30, მამაკაცები კი 37 წლისანი არიან.
დაკავებულებს ბრალად მაღაზიების გაქურდვა ედებათ.
ჩხრეკისას
ქალბატონს სპეციალური ჩანთა აღმოაჩნდა, რომელშიც ფოლადის ფურცელი იყო ჩაფენილი.
სწორედ
ამ ჩანთის მეშვეობით მაღაზიებიდან ნივთები ისე გამოჰქონდათ, რომ დეტექტორები ვერ აფიქსირებდა.
დაკავებულს
ჩანთაში ტექნიკის მაღაზიიდან მოპარული პორტატული კომპიუტერი აღმოაჩნდა.
internet.ge