GE / EN
საინფორმაციო პორტალი
კრიმინალი
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 14 წლით პატიმრობა შეეფარდა
11:09 26.06.2012
დღის სიახლეები
თბილისის საქალაქო სასამართლომ დაასრულა სისხლის სამართლის საქმის განხილვა მაია ჩილაჩავას განზრახ მკვლელობის ფაქტზე, ბრალდებულ ლაშა შურღაიას მიმართ. მეუღლის  მკვლელობისათვის ბრალდებული ლაშა შურღაია  თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა.   

გახმაურებული მკვლელობა თბილისში, 2012 წლის 25 იანვარს თემქის დასახლებაში მოხდა. საქმის მასალების მიხედვით, ზუგდიდის მკვიდრი ლაშა შურღაია მეუღლესთან -  მაია ჩილაჩავასთან ერთად, დის - ლელა შურღაიას საცხოვრებელ ბინაში იმყოფებოდა. წარსულში ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო, ბრალდებულს გარკვეული ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა. ოჯახის წევრებმა იგი ექიმთან კონსულტაციის მიზნით, თბილისში ჩამოიყვანეს.  იმის გამო, რომ ლაშა შურღაია ბოლო პერიოდის განმავლობაში მუდმივად ეჭვიანობდა მის მეუღლეზე,  განიზრახა ამ უკანასკნელის მოკვლა. 

დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით, მან სამზარეულოდან აიღო დანა, მაია ჩილაჩავა შეიტყუა საძინებელ ოთახში და შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, აღნიშნული დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობები მიაყენა. მიღებული დაზიანებების შედეგად ეს უკანასკნელი სასწრაფო დახმარების მოსვლამდე გარდაიცვალა, ხოლო შურღაია დაკავებული იქნა პოლიციის თანამშრომლების მიერ.

ღია სასამართლო სხდომაზე ბრალდებულმა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა. თუმცა ლაშა შურღაიას მიმართ წარდგენილი ბრალდება დადასტურებულ იქნა  საქმეში არსებული უტყუარი მტკიცებულებებით. სასამართლო - ფსიქიატრიული  ექსპერტიზის დასკვნითა და საქმის არსებითი განხილვისას ექსპერტთა მიერ მიცემული ჩვენებებით დადგინდა, რომ ბრალდებული დანაშაულის ჩადენის მომენტში შერაცხად მდგომარეობაში იმყოფებოდა.

თბილისის საქალაქო სასამართლომ 1976 წელს დაბადებული ლაშა შურღაია დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და მას სასჯელის სახედ და ზომად14  წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. 

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ავტოავარიის შედეგად დაზარალებულ 10 წლის ბავშვს ორივე ფეხი ერთდროულად გადაუნერგეს1
კომერციული ტარიფი ძვირდება, სამომხმარებლო - არა2
ომში დაღუპული კაპრალის ოჯახს ვახტანგ კაპანაძემ მიუსამძიმრა3
უსუფაშვილი: ყველა პროცედურული საკითხის ჩამოყალიბება დაგეგმილზე 10 დღით ადრე მოხდება4
3 612 269 ხმა დათვლილია, ბოლო მონაცემები ცესკოდან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X